Servisebi's large logo
Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

დამცავი ბადეები - დეტალები, რაც უსაფრთხოების ბადეების შეძენამდე უნდა იცოდეთ

აივნის დამცავი ბადეები წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებში. მათი ძირითადი ფუნქციაა სიმაღლიდან ვარდნის რისკის შემცირება, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ცხოვრობენ ბავშვები ან შინაური ცხოველები. დამცავი ბადეები მზადდება გამძლე მასალებისგან, როგორიცაა PVC, ნეილონი ან პოლიპროპილენი. ეს მასალები გამოირჩევა მაღალი დატვირთვის გამძლეობით და ადაპტირებულია სხვადასხვა ამინდის პირობებისთვის. ხარისხიანი აივნის დამცავი ბადეები ინარჩუნებს ფორმას და არ ზიანდება მზის სხივების ზემოქმედებით.
დამცავი ბადეები განსხვავდება ერთმანეთისგან შემდეგი პარამეტრებით: მასალა, უჯრედის ზომა, ძაფის სისქე, დატვირთვის გამძლეობა. სწორად შერჩეული აივნის ბადეები არ ზღუდავს ხედვას და არ აფერხებს ჰაერის ცირკულაციას. ამავდროულად, უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს.
მონტაჟი შესაძლებელია როგორც პროფესიონალურად, ასევე დამოუკიდებლად. თუმცა, რეკომენდებულია სპეციალისტის მიერ დამონტაჟება, რათა ბადე სწორად დაიჭიმოს და მყარად დაფიქსირდეს. დამცავი ბადეები გამოიყენება: თანამედროვე ბადეები ასევე ასრულებს ესთეტიკურ ფუნქციას. შესაძლებელია ფერის და ზომის ინდივიდუალური შერჩევა.
 აივნის დამცავი ბადეები თოკის სისქის მიხედვით უნდა იყოს მინიმუმ 4 მმ და მეტი. თუ აივნის ბადე ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის შეძენილი, ბადის რგოლებს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 4 სმ და მაქსიმუმ 10 სმ. აივნის ბადეს უნდა ჰქონდეს სტრუქტურა, რომელიც მდგრადია მკაცრი ამინდის პირობებისა და მზის სხივების მიმართ. რადგან ამინდის ასეთი პირობები პირდაპირ გავლენას მოახდენს მომსახურების ვადაზე, გირჩევთ, აივნის ან ფანჯრის დამცავი ბადეების შეძენამდე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თუ რისგან მზადდება. აივნის დამცავი ბადეები გამძლე იწარმოება ყველა ამინდის პირობების შესაბამისად და შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი წლის განმავლობაში. აივნის დამცავი ბადეების გამოყენების ვადა საკმაოდ ხანგრძლივია და 10-15 წელსაც კი აღწევს.
როგორ ავირჩიოთ მწერებისგან დამცავი ბადეები ?
მწერებისგან დამცავი ბადეების შეძენა, განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის სეზონზე. ამ ტიპის საწინააღმდეგო ბადის არჩევა შეიძლება საკმაოდ რთული საკითხი იყოს. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: კარის ან ფანჯრის ტიპზე, ზომებზე, ესთეტიკაზე, მონტაჟის მეთოდზე და საბოლოო ჯამში, გამძლეობასა და დასუფთავების სიმარტივეზე. კოღოს ბადეები სხვადასხვა ტიპისაა და არჩევანი დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და სივრცეზე: რატომ არის აუცილებელი დამცავი ბადეები?
ბევრი ადამიანი ბადეებს მხოლოდ კომფორტთან აკავშირებს, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა.
დამცავი ბადეები: შედეგად, თქვენ იღებთ უფრო ჯანსაღ, სუფთა და უსაფრთხო გარემოს სახლში.
მოძრავი ბადე - ამ ტიპის ბადე მოძრაობს სპეციალურ პროფილზე და დამზადებულია მტკიცე, 60 მმ-იანი ალუმინის ჩარჩოსგან, რომელშიც მაგრდება მაღალი ხარისხის ბადის ქსოვილი. მისი კონსტრუქცია ტექნიკურად ისეა მოწყობილი, რომ არ საჭიროებს დამატებით ტიხრებს. ბადე შესაძლებელია მარტივად მოიხსნას თქვენთვის სასურველ სეზონზე. ამ ბადეების ქსოვილის სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას, ამიტომ გარე და შიდა სივრცეს შორის ჰაერის ნაკადი არ იზღუდება. სლაიდური ბადე იმეორებს სლაიდური კარის პრინციპს და გამოირჩევა კომფორტული გამოყენებით. მისი გაწმენდა მარტივია და შესაძლებელია წყლის ჭავლით წმენდა, რაც მოვლას მაქსიმალურად ამარტივებს.
 რულონური ბადე - თანამედროვე ტიპის მოძრავი სისტემის ბადეა, რომელიც მონტაჟდება კარის ან ფანჯრის ჩარჩოზე და არ საჭიროებს სეზონურად მოხსნა-დაყენებას. გამოყენების შემდეგ ბადე იხვევა კომპაქტურ კასეტაში, რაც უზრუნველყოფს მის დაცულობას და პრაქტიკულობას. რულონური ბადე არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტა კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად. მისი დახვეწილი დიზაინი და მარტივი მართვის სისტემა იდეალურად ერგება როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე სივრცეებს, აგარაკებსა და სასტუმროებს.
პლისე ბადე - არის თანამედროვე ტიპის მწერებისგან დამცავი მოძრავი სისტემა, რომელიც მონტაჟდება კარის ან ფანჯრის ჩარჩოზე და მუშაობს ისე, რომ ბადე იკეცება და იშლება გვერდულად, რაც მას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის. პლისე ბადის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია დიდ ზომის ღიობებზეც.
 ჩასადგმელი ბადეები - პრაქტიკული და მოსახერხებელი ვარიანტია, რომელიც მარტივად თავსდება ჩარჩოში და საჭიროების შემთხვევაში ადვილად იხსნება. ამ ტიპის ბადეები უზრუნველყოფს საიმედო დაცვას მწერებისგან და განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ფანჯრებისთვის, რომლებიც ხშირად არ იღება. ბადე დამზადებულია ლამინირებული ძუისგან, რაც იცავს მას ცვეთისა და დაზიანებისგან და უზრუნველყოფს მის გამძლეობას ხანგრძლივი გამოყენების განმავლობაში.
პეტლზე დამაგრებული ბადეები - კლასიკური და ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც გამოირჩევა მარტივი გამოყენებითა და გამძლეობით. მარტივად იღება და იკეტება, რაც უზრუნველყოფს ყოველდღიურ კომფორტს და ეფექტურად იცავს თქვენს სახლს მწერებისგან. ამ ტიპის ბადეები მზადდება ლამინირებული ძუისგან, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობას.
 როგორ ხდება ბადეების მოვლა ?
იმისთვის, რომ ბადემ დიდი ხნით შეინარჩუნოს ხარისხი: servisebi.ge - ზე განთავსებული განცხადებები დაგეხმარებათ, მარტივად იპოვოთ უსაფრთხოების ბადეების სანდო მომწოდებლები. გამოცდილი და საქმის პროფესიონალები გთავაზობენ მაღალი ხარისხის მწერებისგან დამცავი ბადეების დამზადებასა და მონტაჟს. დამცავი ბადეების დამზადება შესაძლებელია აზომვიდან სულ რაღაც 2 დღეში, რაც საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მიიღოთ სრულყოფილი დაცვა თქვენი ფანჯრებისა და კარებისთვის.
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ავტო სერვისი | დასუფთავება, დალაგება | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | მშენებლობა, რემონტი | განათლება | განათლება | დამლაგებელი | დამლაგებელი | დამლაგებელი | სამშენებლო ნარჩენების გატანა | ამწე ლიფტი | ევაკუატორი | ევაკუატორი | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | გათბობის ხელოსანი | გათბობის ხელოსანი